რუსეთის ბიუჯეტის დეფიციტმა 3.7 მილიარდი დოლარი შეადგენა

რუსეთის ბიუჯეტი იანვარ-აგვისტოში, წინასწარი მონაცემებით, 331,4 მლრდ რუბლის (3,7 მლრდ დოლარის) დეფიციტით შესრულდა.

ინფორმაციას ფედერაციის ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

მშპ-სთან მიმართებაში დეფიციტი 0,2%-ია. საბიუჯეტო კანონში შეტანილი ცვლილებები წლევანდელ დეფიციტს 2.12 ტრლ რუბლით (23.6 მლრდ დოლარით), ანუ მშპ-ის 1,1%-ით ითვალისწინებს.

რვა თვის შემოსავალი 23.28 ტრლნ რუბლს (258.9 მლრდ დოლარს), ხარჯი კი 23.360.4 ტრლნ რუბლს (259.8 მლრდ დოლარს) შეადგენდა.

ნავთობისა და გაზის დეფიციტმა 7.887 ტრლნ რუბლი (87.7 მლრდ დოლარი), ხოლო შემოსავალმა იანვარ-აგვისტოში 7.555 ტრლნ რუბლი (84 მლრდ დოლარი) შეადგინა.

წლის პირველ ნახევარში, ფინანსთა სამინისტროს განახლებული შეფასებით, დეფიციტმა 602.4 მლრდ რუბლი (6.7 მლრდ დოლარი) შეადგინა. ამდენად, ივლისში 496 მლრდ რუბლის (5.5 მლრდ დოლარის) დეფიციტი დაფიქსირდა.

ფედერალური ბიუჯეტის შემოსავლები, ფინანსთა სამინისტროს წინასწარი შეფასებით, მიმდინარე წლის რვა თვის განმავლობაში 35,5%-ით აღემატება 2023 წლის შესაბამის პერიოდში მიღებული შემოსავლის მოცულობას.

ნავთობისა და გაზის შემოსავლებმა წინა წლის ანალოგიურ პერიოდს 56,2%-ით გადააჭარბა, რაც, ძირითადად, რუსულ ნავთობზე ფასების ზრდამ გამოიწვია.

ამასთან, გასული წლის იანვარ-აგვისტოსთან შედარებით მთლიანი საბიუჯეტო ხარჯი 22,2%-ით გაიზარდა.

PF Capital-ის მთავარი ეკონომისტი, ევგენი ნადორშინი პროგნოზირებს, რომ წლის ბოლომდე ბიუჯეტის დეფიციტი გაცილებით დიდი იქნება. მისი თქმით, იმის მიუხედავად, რომ გასული წლის დონესთან შედარებით შემოსავალი მნიშვნელოვნად ჭარბია, ის მაინც მცირდება, ხოლო შენელების მთავარი მიზეზი ნავთობისა და გაზის შემოსავლებია. კერძოდ, ექსპერტის მონაცემებით, კლება აგვისტოში უკვე საკმაოდ საგრძნობი, 56%-მდეა, ხოლო ექვსი თვის მონაცემებთან შედარებით ივნისში კლება 68,5%-ს შეადგენდა, რაც მეტად “შესამჩნევი შენელებაა.”

რუსი ეკონომისტი მიზეზად ნავთობსა და გაზზე მსოფლიო ფასების დინამიკასა და ექსპორტთან დაკავშირებულ გარკვეული სირთულეებს ასახელებს.

“იმის გათვალისწინებით, რომ ნავთობპროდუქტების მიწოდებაზე მორიგი აკრძალვა ამოქმედდა, ძნელი მისახვედრი არ არის, როგორი იქნება ამ კატეგორიის დინამიკა შემდეგში,” - აცხადებს ნადორშინი.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ