საქართველოში ნაყინის იმპორტი რეკორდულ მაჩვენებელზეა - სად ვყიდულობთ

2024 წლის იანვარ-ივლისში საქართველომ 5.033 მლნ დოლარის ღირებულების ნაყინი იყიდა, რაც 15 წლის რეკორდული მაჩვენებელია. 2009 წელს ქვეყანაში 838.5 ათასი დოლარის ცივი ნუგბარი შემოვიდა. (საქსტატის საგარეო ვაჭრობის პორტალზე ნაყინის იმპორტის მონაცემები ხელმისაწვდომი 2009 წლიდან არის.)

გარდა 2009 წლისა, ნაყინის იმპორტი გაზრდილია 2023 წლის იანვარ-ივლისთან შედარებითაც. კერძოდ, შარშან საქართველოში 3.840 მლნ დოლარის პროდუქტის იმპორტი განხორციელდა.

რაც შეეხება იმპორტიორ ქვეყნებს, 2024 წლის შვიდ თვეში ყველაზე დიდი რაოდენობით ნაყინი თურქეთიდან შემოვიდა, მეორე ადგილზეა - უკრაინა, ხუთეულში შედიან - საფრანგეთი, რუსეთი და სომხეთი.

ტოპ-5 ქვეყანა, სადაც საქართველომ წელს ცივი ნუგბარი შეიძინა:

  • თურქეთი - 1.606 მლნ დოლარი
  • უკრაინა - 1.191 მლნ დოლარი
  • საფრანგეთი - 526.7 ათასი დოლარი
  • რუსეთი - 448.8 ათასი დოლარი
  • სომხეთი - 407 ათასი დოლარი