ჯინსი მე-20 და 21-ე საუკუნეების მოდის მთავარი ელემენტია. გასაოცარია, თუმცა სწორედ ჯინსმა შთააგონა მომღერლები, რომლებმაც შექმნეს ეპოქა.
საიდან დაიწყო ჯინსის ისტორია? შეიძლება იფიქროთ კოვბოებიდან ან შესაძლოა, მოგვიანებით - ბაიკერთა კულტურიდან. თუმცა, ყველაფერი ბევრად უფრო ადრე მოხდა...
ჯინსი თავდაპირველად მოდის საფრანგეთის ქალაქ serge de Nímes-დან, რაც ნიშნავს "ქსოვილს Nímes-დან". სწორედ აქ აწარმოეს პირველად გამძლე ქსოვილი. მოგვიანებით დასახელება შეიცვალა და „დე ნიმსმა“ ადგილი დაუთმო სახელს „ჯინსი“.
მე-19 საუკუნეში ტექსტილის მწარმოებლები ცდილობდნენ დაემზადებინათ ბამბის კორდუს მსგავსი მასალა. თუმცა, მათ შემთხვევით ქსოვილის დამზადებისას ინდიგოში შეღებილი ძაფის გამოყენებით გამოიგონეს სქელი და გამძლე მასალა, რომელიც შიგნიდან მოთეთრო, გარედან კი ლურჯი ფერის იყო.
ქსოვილი ძალიან პოპულარული გახდა, მაგრამ არა ტანსაცმლის ინდუსტრიაში.
ლევი შტრაუსი (1829-1902)
1851 წელს ლევი შტრაუსი გერმანიიდან ნიუ-იორკში გაემგზავრა, რათა ძმას ოჯახის მშრალი საქონლის მაღაზიაში დახმარებოდა.
ჯეიკობ დევისი (1831-1908)
იმავდროულად ნევადაში, კაცი სახელად ჯეიკობ დევისი თავისთვის ბიზნესს აკეთებდა - ის იყო მკერავი, რომელიც კარვებს, ხალიჩებს, ცხენის საბნებსა და სხვა ყოველდღიური დანიშნულების ნაწარმს ქმნიდა.
შტრაუსი დევისს ეწვია და სწორედ მან სთხოვა მკერავს, მისთვის გამძლე მატერიისგან შარვალი შეეკერა.
ის უნდა ყოფილიყო კომფორტული, მაგრამ სქელი. დევისმა შარვლის დასამზადებლად ჯინსი გამოიყენა.
დევისმა ჯინსის შარვალი ჯიბეებში სპილენძის ნაწილებით გაამაგრა. რადგან არ სურდა ლევისისთვის იმედები გაეცრუებინა.
შარვალი ისე მოეწონა, რომ დევისს მისი დაპატენტების იდეა გაუჩნდა. ის დაუკავშირდა შტრაუსს და სწორედ აქედან დაიწყო პირველი პარტნიორობა. ხოლო, მსოფლიოს უდიდესი ბრენდი აჩუქეს, რომელიც დღესაც გამოიმუშავებს მილიონებს.
თავდაპირველად ჯინსი 1920-იანი წლებში, მხოლოდ ამერიკაში იყო პოპულარული და მუშებს ეცვათ.
ჯინსი უფრო პოპულარული პირველი მსოფლიო ომის დროს გახდა, როდესაც მათი შეკერვა ჯარისკაცებისთვის დაიწყეს.
1950-იანი წლების დასაწყისში ჯინსი ჯერ კიდევ არ იყო მოდური. ის დიდწილად განიხილებოდა, როგორც სპეცტანსაცმელი. თუმცა, მისი პოპულარობა ნელ-ნელა გაიზარდა. ჯინსი ერთგვარი მოდის ტენდენცია და მეამბოხეთა სიმბოლოდ იქცა.
მაგალითად, სამოსი ჩაიცვეს ისეთმა საკულტო სახეებმა, როგორიცაა ჯეიმს დინი (1931-1955) და მარლონ ბრანდო (1924-2004), ისინი ახალგაზრდული კულტურის სიმბოლოდ იქცნენ.
Levi's 501
ყველაზე პოპულარული სტილი იყო Levi's 501. ეს არის "შეკუმშვადი ჯინსი", რომელიც ყველა ერთნაირი ზომისაა.
60-70-იანი წლებში ხალხმა ჯინსს დეკორაციები დაუმატა. 1964-65 წლებში ჯინსმა ნახევრად მორგებული სახე მიიღო: Levi Strauss & Co.-მ წელზე მჭიდროდ მომდგარი მოდელი გამოუშვა.
70-იანი წლებში ჯინსის ნამდვილი ბუმი იყო. კულტურის ერთ-ერთი ყველაზე განმსაზღვრელი მომენტი იყო დაბაწელიანი და ფეხზე გაშლილი ფორმის ჯინსები. 70-იანი წლების ბოლოს ჯინსმა უფრო მუქი ფერი მიიღო. ისინი გახდნენ თითქმის შავი.
დღეს ჯინსის ქსოვილისგან თთქმის ყველანაირი სამოსი და აქსესუარი იკერება.
ჯინსის ქსოვილის საბაზრო ღირებულება 2022 წელს 27.1 მილიარდ აშშ დოლარად შეფასდა და მოსალოდნელი, რომ 2027 წლისთვის, ეს მაჩვენებელი 35 მილიარდ აშშ დოლარამდე გაიზრდება.
წყარო: msn.com