„ჩინეთის მდიდარი ადამიანები სულ უფრო მეტად ეძებენ საზღვარგარეთ ბიზნეს ინვესტიციების შესაძლებლობებს“ - ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას CNBC.
როგორც გამოცემა წერს, წელს ჩინეთიდან ინვესტიციების იაპონიაში გადატანის „მნიშვნელოვანი ტენდენცია დაფიქსირდა“, რასაც ხელს უწყობს ჩინურთან მიმართებაში, იაპონური იენის გაუფასურებაც. ამასთანავე, მიუხედავად მცირე გამყარებისა, იაპონური იენი ამჟამად მაინც სუსტ მდგომარეობაში რჩება.
CNBC აღნიშნავს, რომ „მდიდარი ჩინელები ქვეყნის გარეთ სიმდიდრის ზრდისთვის ალტერნატიულ გზებს დიდი ხანია ეძებენ“.
გამოცემის ცნობით, ჩინეთის ვაჭრობის სამინისტროში განაცხადეს, რომ მიმდინარე წლის იანვარ-ივლისში ჩინეთში დაფუძნებული ინვესტორების არაფინანსური პირდაპირი ინვესტიციები საზღვარგარეთ 16.2%-ით გაიზარდა და ჯამურმა ღირებულებამ 83.66 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.
ჩინეთის ვაჭრობის სამინისტროში განმარტეს, რომ აღნიშნული ინვესტიციები 6 100-ზე მეტმა ბიზნესმა განახორციელა. ამასთანავე, არაფინანსური პირდაპირი ინვესტიციები ჯამში 152 ქვეყანაში განხორციელდა.