როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში - 8 სექტემბრის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 8 აგვისტოს საქართველოში მოსალოდნელია უმეტესწილად ღრუბლიანი ამინდი.

ამასთანავე, სინოპტიკოსები როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში ხანმოკლე წვიმასა და ელჭექს პროგნოზირებენ.

„დასავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. აღმოსავლეთის ქარი 10-15მ/წმ, ზოგან ძლიერი 17-22მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +19, +24°, დღისით +29, +34°; მთაში ღამით +12, +17°, დღისით +26, +31°; მაღალმთაში ღამით +6, +11°, დღისით +22, +27°.

აღმოსავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, შესაძლებელია სეტყვა. აღმოსავლეთის ქარი 10-15მ/წმ, ზოგან ძლიერი 17-22მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით +12, +17°, დღისით +24, +29°; მთაში ღამით +9, +14°, დღისით +23, +28°; მაღალმთაში ღამით +5, +10°, დღისით +15, +20°, ზოგან +24°-მდე”, - აღნიშნულია სააგენტოს ინფორმაციაში.