ბათუმში რაგბის სტადიონის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის გამოცხადებული ტენდერი არ შედგა. სავარაუდო ღირებულება 21 157 100 ლარს შეადგენდა.
სატენდერო დოკუმენტების თანახმად, დაგეგმილი იყო არსებული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია და 2 ახალი სტადიონის და დამხმარე ინფრასტრუქტურის მშენებლობა.
ტენდერის ჩავარდნის მიზეზია ის, რომ აღნიშნული სამუშაოების შესრულების სურვილი არც ერთმა პრეტენდენტმა არ გამოხატა. შესყიდვა ბათუმის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს ჰქონდა გამოცხადებული.
მოთხოვნების მიხედვით, ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს 2018 წლის 1 იანვრიდან ტენდერის გამოცხადების დღემდე ერთი ხელშეკრულების ფარგლებში შესრულებული უნდა ჰქონოდა შესყიდვით გათვალისწინებული ანალოგიური ხასიათის, სირთულისა და შინაარსის სამუშაოები, რომლის ღირებულებაც არანაკლებ 10 000 000 ლარი უნდა ყოფილიყო.