გამდიდრება მარტივი იდეით - ისტორია კოქტეილზე, რომელსაც ამერიკის ღია პირველობაზე ყველა სვამს

აშშ-ის ღია პირველობაზე, რომელიც ნიუ იორკში ტარდება, ერთი კოქტეილი საოცრად პოპულარულია. მხოლოდ ამ წელს გაყიდვებმა 3.6 მილიონ აშშ დოლარს მიაღწია. 2023 წელს კი 10 მილიონ დოლარს გადააჭარბა.

საქმე ეხება Honey Deuce-ს, რომელიც ალკოჰოლის, ლიმონათისა და ჟოლოს ნაზავია, ნესვის ბურთულებით. Honey Deuce ამერიკის ჰიტად იქცა, ჩოგბურთის ღია პირველობაზე კი მისი ნამდვილი ბუმია.

აშშ-ში, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი სპორტული მოვლენის გახსნის დღეს, ქუინსის მოედანზე რეკორდული 74,641 გულშემატკივარი შემოვიდა. კოქტეილი კი თითქმის ყველამ მიირთვა, თანაც რამდენჯერმე.

2023 წელს Honey Deuce-ის გაყიდვებმა 10 მილიონ დოლარს გადააჭარბა.

55555-1725791799.jpg

Honey Deuce-ის ისტორია

კოქტეილის ისტორია 2007 წლიდან იღებს სათავეს, როდესაც Grey Goose -მა US Open-თან თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა, ხოლო 2023 წელს კიდევ ხუთი წლით გაახანგრძლივა.

ბრენდი ქმნიდა სასმელს, რომელიც დატვირთულ სპორტულ ღონისძიებას და ძალიან ბევრ მსურველს სწრაფად მოემსახურებოდა. ამასთან, ის უნდა ყოფილიყო მსუბუქი და გამაგრილებელი.

სასმელი გრეი ბატის ყოფილმა სახემ და რესტავრატორმა ნიკ მაუტონემ გამოიგონა. იდეა მას ფერმერთა ბაზარში ყოფნის დროს მოუვიდა.

“მან იქ დაინახა თაფლი, ხილი და იფიქრა- “რა გემო აქვს ზაფხულს? სწორედ ასე დაიბადა Honey Deuce,“ - უთხრა CNN-ს Grey Goose-ის მარკეტინგის ვიცე-პრეზიდენტმა ალეკ აზკეტამ.

ნიკ მაუტონი, Honey Deuce-ის გამომგონებელი, 2012 წელი (ფოტოზე).

22222222222-1725791845.jpg

კოქტეილს, რომელიც არაყს, ლიმონათს და ჟოლოს ლიქიორს აერთიანებს ზემოდან ჩოგბურთის ბურთების მსგავსი სამი ცალი ნესვის ბურთულა ადევს.

შარშანდელ ღონისძიებაზე თითო ჭიქა 23 დოლარად გაიყიდა. ის იმდენად პოპულარული გახდა, რომ ტურნირზე "Honey Deuce Express" რამდენიმე ბარი გაიხსნა.

საერთო ჯამში, US Open-ზე 2,2 მილიონზე მეტი Honey Deuce გაიყიდა. ამასთან, როგორც ბრენდის წარმომადგენლები აცხადებენ, კოქტეილის ექსკლუზიურობას ის ფაქტი განსაზღვრავს, რომ ის ხელმისაწვდომია წელიწადში მხოლოდ ორი კვირის განმავლობაში.

წყარო: cnn.com

თეონა რამაზაშვილი