ჩვენ მეგობრობაც ვიცით და პარტნიორობაც - ურთიერთობაც არ გვეშლება, მაგრამ ეს ცალმხრივი ვერ იქნება. ცალმხრივი სიყვარული ხომ არ არსებობს? ეს უნდა იყოს ორმხრივი, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ MEGOBARI აქტზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ხელისუფლება მზად არის მეგობრობისთვის, თანამშრომლობისთვის, ურთიერთობებისთვის, მაგრამ ეს უნდა იყოს ჯანსაღი ურთიერთობები.
„არანაირი MEGOBARI აქტი არ არსებობს. ამასთან დაკავშირებით არაერთი განცხადება იქნა გაკეთებული. ვისაც რა უნდა ის მიიღოს. ჩვენ ვმოქმედებთ და გამოვდივართ ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე. ჩვენ მეგობრობაც ვიცით და პარტნიორობაც, ურთიერთობაც არ გვეშლება, მაგრამ ეს ცალმხრივი ვერ იქნება. ცალმხრივი სიყვარული ხომ არ არსებობს? ეს უნდა იყოს ორმხრივი. შესაბამისად, ჩვენ ველოდებით, რომ მათი მხრიდან კონკრეტული ნაბიჯი იქნეს გადადგმული. კიდევ ერთხელ ვუსვამ ხაზს, რომ მზად ვართ მეგობრობისთვის, თანამშრომლობისთვის, ურთიერთობებისთვის, მაგრამ ეს უნდა იყოს ჯანსაღი ურთიერთობები“, - განაცხადა კახა კალაძემ.