სემეკ-მა მოქალაქეებს 56 000 ლარზე მეტი ჩამოაწერა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ საჯარო სხდომაზე მოქალაქეებსა და კომპანიებს შორის არსებული დავები განიხილა.

სემეკი-ს ინფორმაციით, დავები შეეხებოდა როგორც ხანდაზმულ დავალიანებებს, ასევე კომპანიების მხრიდან მოქალაქეებზე დარიცხულ თანხებს, რომლებიც კომისიამ უსაფუძვლო დარიცხვებად მიიჩნია და ჩამოწერას დაუქვემდებარა. გარდა ამისა, ბუნებრივი გაზის ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების ვადების დარღვევის გამო მიერთების საფასური 58 მოქალაქეს 400-დან 200 ლარამდე გაუნახევრდა. მთლიანობაში, კომისიის მიერ ჩამოწერილი თანხების ოდენობამ 56 365,74 ლარი შეადგინა.

კომისია მოქალაქეებს შეახსენებს, რომ იმ შემთვევაში, თუ ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებში მოქმედი კომპანიების მხრიდან ადგილი აქვს მათი უფლებების დარღვევას, მიმართონ სემეკ-ს ან მასთან არსებულ ენერგოომბუდსმენის სამსახურს. მოქალაქეებს კონსულტაციების მიღება შეუძლიათ როგორც ცხელ ხაზზე (242 01 80), ასევე facebook-ში კომისიის ოფიციალურ გვერდზეც.