ირაკლი კობახიძე ანაკლიის პორტზე - ტექნიკური მცირე დეტალი დარჩა დასაზუსტებელი და ხელი მოეწერება

ტექნიკური მცირე დეტალი დარჩა დასაზუსტებელი. როგორც კი დაზუსტდება, ხელი მოეწერება - ანაკლიის პორტის მშენებლობის პროცესში მონაწილეობას ჩინურ-სინგაპურული კონსორციუმი მიიღებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, სხვა არავითარი ალტერნატივა არ განიხილება.

„მცირე დეტალები დარჩა დასაზუსტებელი, რაც ჩვეულებრივი სამუშაო პროცესია. ისედაც გვქონდა პროგნოზირებული რამდენიმეთვიანი ვადა ამ შეთანხმების დასაზუსტებლად. ტექნიკური მცირე დეტალი დარჩა დასაზუსტებელი. როგორც კი დაზუსტდება, ხელი მოეწერება. არავითარი ალტერნატივა არ განიხილება. არის ჩინურ-სინგაპურული კონსორციუმი, რომელთანაც გაფორმდება ხელშეკრულება ანაკლიასთან დაკავშირებით“, - აღნიშნა პრემიერმა.