მიმდინარე წლის 1-ელ ნახევარში, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 34%-ით არის შემცირებული

წელს 6 თვეში, წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 34%-ით შემცირებულია.

კერძოდ, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში ჯამში, 768.6 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია შემოვიდა, ეს მაშინ, როდესაც, შარშან ნახევარი წლის განმავლობაში ამ მაჩვენებელმა 1.165 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2024 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 396.4 მლნ აშშ დოლარით მეტია.

თუმცა, აღსანიშნავია, რომ წელს, მხოლოდ მეორე კვარტალში, 2023 წლის იგივე პერიოდთან შედარებით, მაჩვენებლები გაზრდილია. უფრო კონკრეტულად, წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2024 წლის მე-2 კვარტალში 574.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2023 წლის მე-2 კვარტლის დაზუსტებულ მონაცემებზე 10.3 პროცენტით მეტია. შარშან, მეორე კვარტალში, პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა 520.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

რაც შეეხება 2024 წლის 1-ლი კვარტალის მაჩვენებლებს, იანვარ-მარტში ქვეყანაში 194.3 მლნ აშშ დოლარის პირდაპირ უცხოური ინვესტიცია განხორციელდა, მაშინ როცა 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში 645 მლნ აშშ დოლარი იყო.

ნინი ქეთელაური