თბილისში, ჩინელ და ქართველ ავტოიმპორტიორთა შორის შეხვედრა მიმდინარეობს. თბილისში, ჩინელ და ქართველ ავტოიმპორტირთა შორის შეხვედრა მიმდინარეობს. შეხვედრას ჩინური მხარიდან ტიანჯინის მუნიციპალური კომერციის ბიუროს ხელმძღვანელი, გუ ტინქსინი, Harbour Bonded Area-ის ადმინისტრაციული ბიუროს, ტიანჯინის პორტის თავისუფალი სავაჭრო ზონის დირექტორის სუნ ინგი და ჩინეთის მსხვილი ავტო დილერები ესწრებიან.
როგორც „ბიზნესპრესნიუსს“ საქართველოს ავტოიმპორტიორთა ასოციაციის თავმჯდომარემ ალექსი ნონიაძემ განუცხადა, ჩინელ პარტნიორებს ქართულ მხარესთან გარკვეული ბიზნეს შეთავაზება აქვთ, რომლის შესახებაც შეხვედრაზე იმსჯელებენ.
„პირველად ტარდება ფორუმი ჩინელ და ქართველ ავტოიმპორტიორებს შორის. აქამდე მსგავსი რაღაც არ მომხდარა, გამოთქვა ჩინეთის დელეგაციამ ჩვენთან შეხვედრის სურვილი, აქვთ გარკვეული ბიზნეს შემოთავაზება და ჩვენი მიზანია, რომ მოვუსმინოთ და გავაანალიზოთ რამდენად სასარგებლო იქნება დარგისა და ქვეყნისთვის.
კარგად მოგეხსენებათ, რომ შუა დერეფნის განვითარება ძალიან მნიშვნელოვანია მთლიანად ქვეყნისთვის და მოგეხსენებათ, რომ ჩინეთის მხარე აქ ერთ-ერთ გადამწყვეტ როლს თამაშობს და რა თქმა უნდა, მივესალმებით ჩინეთთან ეკონომიკურ თანამშრომლობას, მაგრამ თითოეულ ბიზნეს სახეობას თავის გათვლები, მოგება-წაგების მარჟა აქვს და აქედან გამომდინარე, რამდენად მომგებიანი იქნება ურთიერთობა ჩინელ ავტოდილერებთან, დღეს გადაწყდება, იქიდან გამომდინარე, რომ აქ წარმოდგენილი იქნება ყველა მსხვილი ლოჯისტიკური ავტოდილერი, აზიის სავაჭრო პალატა და ამ კუთხით შევხედავთ, გავისაუბრებთ.
ეს პირველი საცდელი შეხვედრაა და ამის შემდეგ გადაწყვეტილებას მივიღებთ, როგორ გავაგრძელებთ თანამშრომლობას,“ - განაცხადა ალექსი ნონიაძემ.