2030 წლისთვის საქართველო ელექტროენერგიის კუთხით თვითკმარი უნდა გახდეს - ირაკლი კობახიძე

„ჩვენ გვაქვს ამბიციური მიზანი, 2030 წლისთვის საქართველო ელექტროენერგიის კუთხით, გახდეს თვითკმარი ქვეყანა,“ - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ენერგეტიკოსის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, აღნიშნული მიზნის მისაღწევად საჭიროა, რომ 2030 წლისთვის საქართველოში გამომუშავებული ელექტროენერგიის რაოდენობამ მოხმარებას გადააჭარბოს.

„2012-2024 წლებში აშენდა 66 ელექტროსადგური, ჯამური დადგმული სიმძლავრით 1255 მგვტ. ჩვენ გვაქვს ამბიციური მიზანი, 2030 წლისთვის საქართველო გახდეს თვითკმარი ქვეყანა, რისთვისაც ელექტროენერგიის გამომუშავებამ უნდა გადააჭარბოს მოხმარებას. დარწმუნებული ვარ, რომ ამ ამბიციურ მიზანს წარმატებით მივაღწევთ,“ - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მერი ტაბატაძე