ნავთობისა და გაზის სექტორში 32 მილიონ დოლარამდე ღირებულების ინვესტიცია განხორციელდა, - ამის შესახებ ეკონომიკის სამინისტროს ენერგეტიკული პოლიტიკისა და საინვესტიციო პროექტების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ჯუბო ტურაშვილმა განაცხადა.
როგორც მან ენერგეტიკოსის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე აღნიშნა, 2024 წლის მეორე კვარტალში 10 ათასი ტონა ნედლი ნავთობის რეალიზებაა მოსალოდნელი. ტურაშვილის თქმით, საშუალო შემოსავალი 15 მილიონ ლარამდე იქნება.
„საქართველოს მთავრობა აქტიურ რეფორმებს ახორციელებს ნავთობისა და გაზის სექტორებში და უნდა აღინიშნოს, რომ მნიშვნელოვანია ის რესურსები, რომელიც ჩვენს ქვეყანას აქვს. დღეის მდგომარეობით, გაცემულია 25 გენერალური და საქმიანობის 8 ლიცენზია და მიმდინარე წლის განმავლობაში ინვესტორი კომპანიების მიერ განხორციელდა დაახლოებით 32 მილიონამდე ამერიკული დოლარის ღირებულების ინვესტიცია. მოპოვებულია საორიენტაციოდ 58 ათასი ტონა ნავთობი და რაც მნიშვნელოვანია, საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში, ყულევში შენდება ჩვენი ნავთობგადამმუშავებელი ტერმინალი. 2024 წლის მეორე ნახევარში დაგეგმილია 10 ათას ტონამდე ნედლი ნავთობის რეალიზაცია, რომლის საშუალო შემოსავალიც 15 მილიონამდე ლარს შეადგენს“, - განაცხადა ჯუბა ტურაშვილმა.