ალბანეთი-საქართველოს საფეხბურთო მატჩის შემდეგ მოქალაქეებს მუნიციპალური ტრანსპორტი გახანგრძლივებული დროით მოემსახურება

ალბანეთი-საქართველოს ეროვნულ ნაკრებებს შორის დღეს დაგეგმილი მატჩის პერიოდში, გულშემატკივრების შეუფერხებლად გადაადგილების მიზნით, თბილისის მეტრო და მუნიციპალური ავტობუსების ნაწილი 11 სექტემბრის 02:00 საათამდე იმოძრავებს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ქართველი გულშემატკივრებისთვის რესპუბლიკის მოედანზე, თბილისის მერიისა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით, დიდი ეკრანი დამონტაჟდა, სადაც მატჩის საჯარო ჩვენება გაიმართება.

„ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია, მოქალაქეებს კი ავტობუსები: N301, N306, N308, N310, N311, N314, N326, N331, N337, N342, N345, N352, N358, N359, N364, N388, N391 და N397 მოემსახურებიან. გვიანობამდე იმუშავებს თბილისის მეტროც.

უეფა-ს ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის გასვლითი შეხვედრა დღეს ქალაქ ტირანაში, თბილისის დროით, 22:45 საათზე გაიმართება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.