ციფრული ტრანსფორმაციის პროცესი კომპანიებში, ციფრული პროდუქტების მომავალი, მომხმარებლის ქცევა - ეს ის ძირითადი თემებია, რომლებიც ProdAct Community-ის ტექნოლოგიურ კონფერენციაზე განიხილეს. ProdAct Conference 2024 თემით - Tomorrow Of Digital Products 8 სექტემბერს Radisson Blu Iveria-ში გაიმართა და 450-მდე ქართველ და უცხოელ სტუმარს უმასპინძლა.
ღონისძიების ღირებული პარტნიორი „თეგეტა ჰოლდინგი“ იყო, რომელიც აქტიურად უჭერს მხარს საქართველოში ციფრული სფეროს განვითარებას და თავადაც ნერგავს კომპანიაში სიახლეებს ამ მიმართულებით, რისი ნათელი მაგალითიც თეგეტას აპლიკაცია - Tegeta app-ია. კომპანია მრავალი წელია, მომხმარებელს „ერთი ფანჯრის“ პრინციპით სთავაზობს ყველა იმ სერვისს, რომელიც ავტომობილის ეფექტიანი მოვლისთვის არის საჭირო. აპლიკაციის მიზანი კი არის, ეს პრინციპი ფიზიკურიდან ციფრულ სამყაროში გადმოიტანოს.
სწორედ თეგეტას ციფრულ პროდუქტებზე და ამ მიმართულებით კომპანიის გამოცდილებაზე ისაუბრა კონფერენციაზე ჰოლდინგის ციფრული ტრანსფორმაციის ლიდმა ნიკა კოხოძემ.
ნიკა კოხოძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ ციფრული ტრანსფორმაციის ლიდი: „ტექკონფერენციაზე ვისაუბრე ციფრული ტრანსფორმაციის გზაზე, რომელსაც თეგეტა ახლა გადის. ჩვენი მთავარი სათქმელი არის დიგიტალიზაცია ავტოინდუსტრიაში და ამ მიმართულებით ჰოლდინგში მნიშვნელოვანი ნაბიჯები იდგმება. სწორედ თეგეტაა პირველი კომპანია, რომელმაც საქართველოს ბაზარზე ავტომობილების ონლაინშერჩევისა და ყიდვის შესაძლებლობა გააჩინა. ასეთ ინოვაციებზე დგას ჩვენი სამომავლო გეგმები დიგიტალიზაციის მიმართულებით. ციფრული ტრანსფორმაციის ფარგლებში, „თეგეტა ჰოლდინგში“ აქტიურად ინერგება სხვადასხვა სერვისი და ამ სერვისების შესახებაც ვისაუბრე, მათ შორის მნიშვნელოვანია E-commerce მიმართულება, თეგეტას ონლაინმაღაზია shop.tegetamotors.ge და ახლახან დალონჩილი თეგეტას ციფრული პროდუქტი — TEGETA app. აქვე უნდა აღვნიშნო, რომ თეგეტასთვის მსგავსი ღონისძიების მხარდაჭერა კარგი შესაძლებლობაა, უფრო მეტად დაუახლოვდეს ტექკომუნას და კომპანიის ციფრული მომავლის პროდუქტები ფართო აუდიტორიას გააცნოს“.
კონფერენცია მიზნად ისახავდა, მონაწილეებს მიეღოთ ცოდნა და გასცნობოდნენ სტრატეგიებს, რომლებიც საჭიროა მუდმივად განვითარებად ტექნოლოგიურ ინდუსტრიაში ნავიგაციისთვის.
გამომსვლელებს შორის იყვნენ ასევე ტექნოლოგიური სფეროს ექსპერტები ქართული და ისეთი საერთაშორისო კომპანიებიდან, როგორებიცაა: Google, Adobe, Spotify, ProductHired, Klarna და ა.შ.
ProdAct Community-ს ტექნოლოგიური კონფერენცია ორი ძირითადი მიმართულებისგან შედგებოდა - ვორქშოფები და პანელური დისკუსიები. მთლიანობაში მოიცავდა ოთხ სექციას და სრულად დაფარა თემები, რომლებიც ციფრულ ტრანსფორმაციასთან იყო კავშირში.
გიორგი ლომიძე, ProdAct-ის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი: „ჩვენი მიზანი იყო, გვესაუბრა, როგორ მიმდინარეობს ციფრული ტრანსფორმაციის პროცესი კომპანიებში ახლა და რა გავლენას იქონიებს დღევანდელი რეალობა ხვალინდელ დღეზე. კერძოდ, როგორი ციფრული პროდუქტები გვექნება სამომავლოდ, როგორი აპლიკაციები მოეწონება მომხმარებელს და როგორ მოახდენენ ამ ყველაფერთან ადაპტირებას დიდი კომპანიები. მსგავსი ღონისძიებების გამართვის დროს ფუნდამენტურია კერძო კომპანიების მხარდაჭერა. თეგეტა არის ჩვენი ღირებული პარტნიორი და მისი კონტრიბუცია ძალიან მნიშვნელოვანია. გარდა იმისა, რომ კერძო კომპანიების ჩართულობა საჭიროა ღონისძიების ორგანიზების ნაწილში, მეორე მხრივ, ამ კომპანიებში არიან ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ თავიანთი გამოცდილება საინტერესოდ გააზიარონ“.
კონფერენცია ProdAct Conference 2024 - Tomorrow Of Digital Products გაიმართა Product Community-ის ინიციატივით. ეს არის პირველი ქართული კომუნა, რომელიც ციფრულ და ტექნოლოგიურ სფეროში მოღვაწე ადამიანებს აერთიანებს. წლევანდელი კონფერენცია დატვირთული იყო ინსპირაციული პრეზენტაციებით, მრგვალ მაგიდასთან დისკუსიებითა და საინტერესო მოხსენებებით.
--
თეგეტა ჰოლდინგის შესახებ: უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქ, სატვირთო და სამშენებლო, ასევე კომერციულ, სამგზავრო და ინდუსტრიულ ტრანსპორტს მოიცავს. მთელი ქვეყნის მასშტაბით თეგეტას 28 სერვისცენტრი აქვს, ხოლო საერთაშორისო ვაჭრობას ჰოლდინგი ოთხ კონტინენტზე ახორციელებს. თეგეტა ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ ბრენდებს Porsche, Volvo, Toyota, Mazda. სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით ჰოლდინგის პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: MAN, JCB, HINO, Liebherr, BOMAG და სხვები. თეგეტა მსოფლიოს 300-ზე მეტი წამყვანი საავტომობილო ბრენდის უმსხვილესი იმპორტიორია საქართველოში. თეგეტა ჰოლდინგი, 3000-მდე თანამშრომლით, დღეს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია.
NS