ირანის ხელმძღვანელობა ქვეყნის დედაქალაქის სამხრეთით გადატანას გეგმავს. ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტ მასუდ პეზეშკიანმა განაცხადა, რასაც Day.Az ავრცელებს.
პრეზიდენტი განმარტავს, რომ თეირანში დედაქალაქის შენარჩუნება ეკონომიკური ფაქტორების გამო შეუძლებელი ხდება.
პეზეშკიანის თქმით, ახალი დედაქალაქის არჩევის შემდეგ იქ უმაღლესი ხელისუფლების ყველა შენობა გადაინაცვლებს, ხოლო ქალაქის მცხოვრებლებისთვის გადასვლის ორგანიზება მოხდება.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ