ევროპაში შემოდგომის მოსვლასთან ერთად ბუნებრივ აირზე ფასები იზრდება.
Bloomberg წერს, რომ ძირითადი ფიუჩერსები 1 მგვტ/სთ-ზე 38 ევროს უახლოვდება. წელიწადის ამ დროისთვის ფასები მაღალია და განპირობებულია არასტაბილური მიწოდებით, ბოლოდროინდელი შეფერხებებით და გეოპოლიტიკური რისკებით.
ამ დროისთვის, ქარის გენერაცია ხელს უწყობს ბაზრის ბალანსის შენარჩუნებას. ამავდროულად, რეგიონის მიწისქვეშა საწყობები თითქმის 93%-ით სავსეა.
თუმცა, სეზონის პირველი სიცივეები საწვავის მოხმარების გაზრდის რისკს აჩენს ჩრდილო-დასავლეთ ევროპაში იმ დროს, როდესაც მსოფლიოს უმსხვილესი მწარმოებლები პოტენციურ შეფერხებებს აწყდებიან.
აშშ-ის ყურის სანაპირო, სადაც საწვავის მრავალი ევროპელი მიმწოდებელია, გაძლიერებული ქარიშხლისთვის ემზადება. ავსტრალიაში კი საექსპორტო ობიექტმა შეამცირა სიმძლავრე უსაფრთხოების შემოწმების გამო.