გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 11 სექტემბერს საქართველოს ზოგიერთ რაიონში მაღალი ტემპერატურის ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. თბილისში შესაძლოა ხანმოკლე წვიმა აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +31, +33 გრადუსი დაფიქსირდება.
დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება, მთიან რაიონებში ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექი.
„ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +17, +22°, დღისით +31, +36°; მთაში ღამით +13, +18°, დღისით +28, +33°; მაღალმთაში ღამით +8, +13°, დღისით +23, +28°“, - აღნიშნულია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციში.
აღმოსავლეთ საქართველოში პროგნოზირებულია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ამასთანავე, მოსალოდნელია ღამით უმეტესად უნალექო ამინდი, დღისით ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, შესაძლებელია სეტყვაც.
„ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით +15, +20°, დღისით +25, +30°; მთაში ღამით +10, +15°, დღისით +25, +30°; მაღალმთაში ღამით +7, +12°, დღისით +15, +20°, ზოგან +25°-მდე“, - აღნიშნავენ სააგენტოში.