Domenebi.ge-ს Მომხმარებლებს დომენების 3 წლით შეძენა 60 ლარად შეუძლიათ
Საქართველოში .GE ინტერნეტ მისამართების, ყველაზე მსხვილი რეგისტრატორი Domenebi.ge მომხმარებლებს განსაკუთრებულ აქციას სთავაზობს. დღეიდან, Domenebi.ge-ზე დომენის რეგისტრაცია ან განახლება შესაძლებელია 3 წლით სულ რაღაც 60 ლარად 150 ლარის ნაცვლად.
Domenebi.ge-ზე 20,000-მდე დომენია რეგისტრირებული. მომხმარებლებს შორის არიან როგორც ფიზიკური პირები, ისე ლიდერი ბანკები, წამყვანი საინფორმაციო პორტალები, მცირე და საშუალო ბიზნესი, საელჩოები, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციები, სტარტაპები და დომეინერები.
Domenebi.ge-ს პლატფორმა მთლიანად საქართველოშია შექმნილი კომპანია “Lemondo Growth”-ის გუნდის მიერ და მორგებულია ადგილობრივი მომხმარებლის მოთხოვნებს. დომენის რეგისტრაციას სჭირდება სულ რამდენიმე წუთი, ხოლო შემდგომი მართვა ხდება მარტივი, დაცული და ფუნქციონალური ვებგვერდის საშუალებით. დამოუკიდებელი კვლევის მიხედვით, Domenebi.ge მომხმარებლებმა ყველაზე მარტივ ვებგვერდად დაასახელეს. Domenebi.ge 2018 წლიდან არის Google-ის ოფიციალური პარტნიორი, რაც საშუალებას აძლევს მომხმარებლებს, გაიაქტიურონ რეგისტრირებულ დომენზე GMAIL-ის კორპორატიული მეილი რამდენიმე წამში.
Სააქციო შეთავაზება მოქმედებს ნებისმიერი აქტიური დომენის განახლებისას ან ახალი დომენის რეგისტრაციისას.
(R)