ბრიტანეთმა სანქციების სიაში კიდევ 10 რუსული გემი დაამატა

გაერთიანებულმა სამეფომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა და სანქციების სიაში კიდევ 10 რუსული ხომალდი დაამატა, - ინფორმაციას რუსული მედია გაერთიანებული სამეფოს ფინანსთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

დოკუმენტის თანახმად, აღნიშნული გემები, „ჩართულები არიან იმ საქმიანობაში, რომლის მიზანია უკრაინის დესტაბილიზაცია“ და საფრთხეს უქმნის მის სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას.

ლონდონში აცხადებენ, რომ გემებს რუსული წარმოშობის ნავთობი და ნავთობპროდუქტები მესამე ქვეყნებში გადააქვთ.