ბორჯომში მგზავრთა მომსახურებაში სიახლეებია

ტურისტულ სეზონთან დაკავშირებით, ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებლის დიმიტრი ყიფიანისა და "საზოგადოებრივი ტრასპორტი"-ს ხელმძღვანელობის ინიციატივით, მგზავრთა მომსახურებაში სიახლეებია.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, 1-ელი ივლისიდან 31 აგვისტოს ჩათვლით, არდაგანის, ყვიბისის, ლიკანის, ახალი უბნის, კორტანეთის, ცემისა და ტიმოთესუბნის მიმართულებით მოძრავი ავტობუსების დროით განრიგს დაემატება 1 საათი. მოსახლეობის თხოვნით, ავტობუსები არდაგანის, ლიკანის, ყვიბისისა და ახალი უბნის მიმართულებით შაბათსაც იმოძრავებენ.

მგზავრებს ISUZU-ს ტიპის სატრანსპორტო საშუალებები იგივე ტარიფით - 20 თეთრად მოემსახურებიან. ინიციატივა ძალაშია 1 ივლისიდან - 31 დეკემბრის ჩათვლით.