სავალუტო ფონდი უკრაინას 1.1 მილიარდიან ახალ ტრანშს გამოუყოფს

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა უკრაინისთვის 1.1 მილიარდი დოლარის ოდენობის ფინანსური დახმარების შემდგომი ტრანშის გამოყოფასთან დაკავშირებით კიევთან წინასწარ შეთანხმებას მიაღწია, - ამის შესახებ საერთაშორისო სავალუტო ფონდმა განაცხადა.

„უკრაინამ შეასრულა ყველა რაოდენობრივი კრიტერიუმი, ისევე როგორც სტრუქტურული კრიტერიუმები ივნისის ბოლოსთვის“, - განაცხადა სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელმა უკრაინაში, გევინ გრეიმ, უკრაინის ხელისუფლებასთან 4-დან 10 სექტემბრის ჩათვლით კიევში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ.

მანამდე, უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა აღნიშნულ მოლაპარაკებებს რთული უწოდა.

სამუშაო ჯგუფის დონეზე შეთანხმებული იქნა წინასწარი შეთანხმება უკრაინისთვის 1.1 მილიარდი დოლარის ოდენობის ახალი ტრანში გადახდის შესახებ. შეთანხმება საბოლოოდ სავალუტო ფონდის დირექტორთა საბჭომ უახლოეს კვირებში უნდა დაამტკიცოს.