მიხეილ სააკაშვილის კიევში მდებარე ბინა 1,2 მილიონ დოლარად იყიდება

უკრაინის დედაქალაქში მდებარე ელიტური ბინა, რომელშიც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კიევში ყოფნისას ცხოვრობდა, 1,2 მილიონ დოლარად იყიდება.

უკრაინულ იმედიის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის კიევური საცხოვრებელი 5 ოთახისგან შედგება და ქალაქის ცენტრში მდებარეობს. bpn

თუ ბინის შეძენის მსურველები უახლოეს მომავალში არ გამოჩნდნენ, არსებული ინფორმაციით, ბინა გაქირავდება. თუმცა, დაქირავების მსურველებს ყოველთვიურად 6,5 ათასი დოლარის გადახდა მოუწევთ. არსებული ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი აღნიშნულ ბინას დაახლოებით წელიწადნახევარი ქირაობდა და დაახლოებით 6 ათას დოლარს იხდიდა.

ბინა კიევის ცენტრში, 1917 წელს აშენებულ სახლში, ბოლო სართულზე მდებარეობს. ბინის ფართობი 252 კვ. მეტრია.