გელათის სამონასტრო კომპლექსის სარესტავრაციო, სარეკონსტრუქციო და საკონსერვაციო სამუშაოებისთვის მთავრობა დაფინანსებას 11.5 მილიონ ლარამდე ზრდის.
ცნობისთვის, მარტში გამოცემული განკარგულებით, გელათის დაფინანსება 7.5 მილიონ ლარს შეადგენდა, რაც იმას ნიშნავს, რომ თანხის მოცულობა 4 მილიონი ლარით გაიზარდა.
ამავე განკარგულების თანახმად, 11.5 მილიონი ლარის გამოყოფა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს დაევალა.
სააგენტომ კი აღნიშნული თანხა საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესია უნდა გადაურიცხოს.
იხილეთ ასევე: რა თანხა დაიხარჯა გელათის რესტავრაცია-რეკონსტრუქციაზე