ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად 8%-ზე დატოვა. აღნიშნულს „საზოგადოება და ბანკებში“ აფასებენ და აღნიშნავენ, რომ მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის დღევანდელი გადაწყვეტილება ბოლო დროს ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობასთან არის დაკავშირებული.
მათივე განცხადებით, წინასაარჩევნოდ ეროვნული ბანკი ცდილობს, რომ გაცვლით კურსზე ზეწოლა არ გაზარდოს. „საზოგადოება და ბანკებში“ აღნიშნავენ, რომ მოსალოდნელ სანქციებთან დაკავშირებით ეროვნული ბანკის პოლიტიკა კვლავაც უცნობია.
„საზოგადოება და ბანკების“ აზრით, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის დღევანდელი გადაწყვეტილება დაკავშირებულია ბოლო დროს ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობასთან. წინასაარჩევნო პერიოდში ისედაც გაზრდილია რისკები და გაურკვევლობა. შესაბამისად ეროვნული ბანკი ცდილობს, დამატებით არ გაზარდოს ზეწოლა გაცვლით კურსზე და ინფლაციაზე. სამწუხაროდ, ისევ გაურკვეველი რჩება ცენტრალური ბანკის პოლიტიკა მოსალოდნელ ფინანსურ სანქციებთან დაკავშირებით,“ - აღნიშნულია „საზოგადოება და ბანკების“ განცხადებაში.