წინასწარი მონაცემებით, მიმდინარე წლის პირველ და მეორე კვარტლებში ჩინეთიდან საქართველოში 14.43 მილიონი დოლარის ღირებულების პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა.
„ბიზნესპრესნიუსის“ კითხვის საპასუხოდ „საქსტატის“ მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ჩინეთი ინვესტიციებს ძირითადად უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ საქმიანობებში, სამთომრეწველობასა და კარიერულ დამუშავებაში, ასევე, ტრანსპორტისა და დასაწყობების მომსახურებებში ახორციელებს.
ამასთან, დავინტერესდით იმ საწარმოებით, სადაც ჩინეთმა მიმდინარე წლის პირველ ნახევარში ყველაზე დიდი მოცულბის ინვესტიცია განახორციელა.
ამასთან დაკავშირებით „საქსტატის“ მიერ „ბიზნესპრესნიუსისთვის“ მოწოდებული ინფორმაცია ასე გამოყურება:
აღსანიშნავია ისიც, რომ სამეწარმეო რეესტრის მონაცემების თანახმად, ხუთივე კომპანიის წილებს სრულად ჩინეთის მოქალაქეები და ჩინეთში დაფუძნებული კომპანიები განკარგავენ.
ამასთან, ყველა კომპანიის დირექტორად ჩინეთის მოქალაქე ფიქსირდება. შეგახსენებთ, რომ წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2024 წლის მეორე კვარტალში 574.3 მლნ. დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის იმავე კვარტლის დაზუსტებულ მონაცემებზე 10.3%-მეტია.
მიუხედავად იმისა, რომ მეორე კვარტალში ინვესტიციების ზრდა დაფიქსირდა, ჯამურად მიმდინარე წლის ექვს თვეში, წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით, ინვესტიციები 34%-ით არის შემცირებული. კერძოდ, იანვარ-ივნისში საქართველოში ჯამში, 768.6 მლნ დოლარის ინვესტიცია განხორციელდა, ხოლო 2023 წლის პირველ ნახევარში 1.165 მლრდ დოლარი იყო. დავინტერესდით იმ კომპანიებით, სადაც მიმდინარე წლის პირველ და მეორე კვარტალში ყველაზე დიდი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა.