„ძაბვის ვარდნა და ცვალებადობა, რაც საყოფაცხოვრებო ტექნიკის დაზიანებას იწვევს, განსაკუთრებით ხშირია,“ - ელექტროენერგიის ტექნიკური ინსპექტირების შესახებ მედიაცენტრ „მთავარში“ პრესკონფერენციაზე ენერგოომბუდსმენის მოვალეობის შემსრულებელმა ნინო გულეიშვილმა ისაუბრა.
მისი თქმით, აღმოჩენილი ხარვეზის შემთხვევაში, კომპანიებს ეძლევათ ვადა, რათა შეასწორონ აღნიშნული ხარვეზი, წინააღმდეგ შემთხვევაში კომისია ჯარიმების მეთოდს იყენებს.
„ტექნიკური ინსპექტირება სემეკის შესაბამისი ჯგუფის მიერ ხორციელდება და ის გულისხმობს კომპანიის მფლობელოში არსებული ქსელის შემოწმებას, რამდენად შესაბამისობაში არის იმ სტანდარტებთან, რომელიც ჩვენს ქვეყანაში არსებობს. საუბარია ელექტროენერგიის ქსელზე.
ჯგუფის მიერ აღმოჩენილი ხარვეზის შემთხვევაში, კომპანიას მიეცემა გარკვეული ვადა, რათა შეასწორონ აღნიშნული ხარვეზი, წინააღმდეგ შემთხვევაში კომისია გამოიყენებს სანქცირების მეთოდს,“ - განაცხადა მან.
ენერგოომბუდსმენის მოვალეობის შემსრულებელმა ამის მიზეზად მათთან დაფიქსირებული საჩივრების სიმრავლე დაასახელა.
„ჩვენთან შემოსული საჩივრების მიხედვით, მომხმარებლები ბევრ პრობლემას აწყდებიან: ელექტროენერგიის არასტაბილური მიწოდება, ძაბვის ვარდნა და ცვალებადობა, რაც საყოფაცხოვრებო ტექნიკის დაზიანებას იწვევს, განსაკუთრებით ხშირია. განსაკუთრებით აქტუალურია ეს საკითხი რეგიონებში, სადაც პრობლემა რამდენიმე მიმართულებით არსებობს: ერთი მოძვებეული ინფრასტრუქტურაა, მეორე ის არის, რომ არსებული ქვესადგურები ვერ აკმაყოფილებს მოთხოვნას, რომელიც მკვეთრად გაზრდილია,“ - აღნიშნა მან.
ნინო გულეიშვილმა ყველაზე პრობლემურ რეგიონზეც გააკეთა კომენტარი.
„პრობლემა განსაკუთრებით აქტუალურია კახეთის რეგიონში, სადაც საკმაოდ მოძველებული ინფრაქსტუქტურაა, სადაც წლების მანძილზე კახეთში ელექტროენერგიის განაწილების საკითხით დაკავებული იყო კახეთის ენერგოდისტრიბუცია, რომელიც წლების მანძილზე გაკოტრების რეჟიმში იყო და მათი მხრიდან რაიმე ტიპის განახლება ინფრასტრუქტირის მხრივ არ მომხდარა. ასევე, ბოლო წლებში კახეთი საკმაოდ განვითარდა, გაიხსნა ბევრი სასტუმრო და კვების ობიექტი, აქედან გამომდინარე მომართვიანობის კუთხით კახეთი ერთ-ერთი ლიდერია,“ - განაცხადა მან.
მისი თქმით, ძირითადი პრობლემები, რომელსაც მომხმარებლები რეგიონებში აწყდებიან, არის:
ენერგოომბუდსმენის მოვალეობის შემსრულებელი ასეთ დროს მოსახლეობას კომპანიის ცხელ ხაზზე დარეკვისა და პრობლემის დაფიქსირებისკენ მოუწოდებს.
„ჩვენ დავიწყეთ აქტიური თანამშრომლობა სოფლის რწმუნებულებთან, რომლებმაც სოფლის მოსახლეობის პრობლემები ყველაზე კარგად იციან, ამიტომ იმედი გვაქვს, პრობლემებს უფრო ეფექტურად გადავჭრით,“ - აღნიშნა მან.