რუსეთის ორ აეროპორტში დროებითი შეზღუდვები დაწესდა

რუსეთის მურმანსკის ოლქის „მურმანსკისა“ და „აპატიტის“ აეროპორტებში დროებითი შეზღუდვები დაწესდა, - ინფორმაციას რუსული მედია საჰაერო ტრანსპორტის ფედერალურ სააგენტოზე დაყრდნობით ავრცელებს.

„სამოქალაქო თვითმფრინავების ფრენების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, დროებითი შეზღუდვები დაწესდა მურმანსკის ოლქი ორი აეროპორტის - „მურმანსკისა“ და „აპატიტის“ აეროპორტების მუშაობაზე“, - აცხადებენ უწყებაში.

„როსავიაციის“ ინფორმაციით, თვითმფრინავების ეკიპაჟები, საჰაერო მოძრაობის დისპეტჩერები და აეროპორტის სამსახურები იღებენ ყველა საჭირო ზომას ფრენების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.