სამედიცინო ტურიზმზე გათვლილი სასტუმრო, უნივერსიტეტი - რისი აშენება იგეგმება ინფექციური კლინიკის ტერიტორიაზე?

ინფექციური საავადმყოფოს ტერიტორიაზე იგეგმება მდგრადი და ძლიერი მულტიფუნქციური კლასტერის განვითარება სამედიცინო, საგანმანათლებლო, ადმინისტრაციული და კომერციული ფუნქციებით.

განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალება შპს „ავერსი ფარმამ“ თბილისის მერიის შესაბამის სამსახურში უკვე წარადგინა.

როგორც დოკუმენტაციიდან ირკვევა, ტერიტორია სულ 3 საპროექტო მიწის ნაკვეთად დაყოფილი და თითოეულ ნაკვეთზე სხვადასხვა ფუნქციის პროექტის განვითარება იგეგმება. მთლიანობაში კი, „ავერსი“ გეგმავს, რომ ინფექციური საავადმყოფოს ტერიტორიაზე სამედიცინო ტურიზმის მიზნებზე გათვლილი სასტუმრო, უნივერსიტეტი, სამედიცინო კომპლექტი, საცხოვრებელი ბლოკი ააშენოს.

„ნაკვეთი 1; ფართობი: 12558 კვ.მ. - საპროექტო შენობა შედგება 1 ბლოკისაგან, რომლის ძირითადი ფუნქციაა: სამედიცინო კომპლექსი, სამედიცინო ტურიზმის მიზნებისთვის გათვლილი სასტუმრო, ადმინისტრაციული ნაწილი. მთლიანი ბლოკი 10 და 35 სართულიანი მოცულობებისგან შედგება. გამოყენების სახეობაა: შერეული - სამედიცინო კომპლექსი, სამედიცინო ტურიზმის მიზნებისთვის გათვლილი სასტუმრო, ადმინისტრაციული ნაწილი. განაშენიანების რეგულირების პარამეტრები : სამი მიწისქვედა და 35 მიწისზედა სართული;

ნაკვეთი 2; ფართობი: 27000 კვ.მ. - საპროექტო შენობა შედგება 2 ბლოკისაგან; ბოჭორიშვილის კლინიკის არსებული შენობის რეკონსტრუირებული ნაწილი და ახალი ნაწილი) რომლის ძირითადი ფუნქციაა: ძირითადი სამედიცინო/კლინიკური კომპლექსი. ორივე ბლოკი 6 სართულიანი მოცულობებისაგან შედგება. განაშენიანების რეგულირების პარამეტრები : სამი მიწისქვედა და 6 მიწისზედა სართული;

ნაკვეთი 3 ; ფართობი: 19720 კვ.მ. - საპროექტო შენობა შედგება 2 ბლოკისაგან, რომლის ძირითადი ფუნქციაა: სამედიცინო კომპლექსი, უნივერსიტეტი, ადმინისტრაციული ნაწილი, საცხოვრებელი ბლოკი (კამპუსი). ორივე ბლოკი 10 სართულიანი მოცულობებისაგან შედგება. განაშენიანების რეგულირების პარამეტრები : სამი მიწისქვედა და10 მიწისზედა სართული,“- აღნიშნულია გეგმარებით დავალებაში.

457470828-981665366977500-328491889726112968-n-1726144555.jpg

თაია არდოტელი