ეკონომიკის სამინისტროს მონაცემებით, 2024 წლის I-II კვარტალში საქართველოში საერთაშორისო მოგზაურების მიერ 3 021 067 ვიზიტი განხორციელდა.
2023 წელს, მთლიანი წლის განმავლობაში აღნიშნული მაჩვენებელი 7 072 220 იყო.
ამავე მონაცემებით, ვიზიტების რაოდენობით პირველ ადგილზეა თურქეთი 623 972 ვიზიტით, მეორეზე - რუსეთი 527 519 ვიზიტით და მესამეზე - სომხეთი 387 691 ვიზიტით.
2024 წლის პირველ კვარტალში საქართველომ ტურიზმიდან 807,6 მლნ აშშ დოლარი მიიღო. წელს ტურიზმში მთავრობის საპროგნოზო მაჩვენებელი 4.5 მლრდ აშშ დოლარის შემოსავალი და 7,9 მლნ საერთაშორისო მოგზაურია.
ტურიზმის წილმა მთლიან ეკონომიკაში მიმდინარე წლის I კვარტალში 6,6% შეადგინა.