თბილისის მეტროს საბურთალოს ხაზმა მუშაობა განაახლა

თბილისის მეტროს საბურთალოს ხაზმა მუშაობა განაახლა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში განუცხადეს.

ცნობისთვის, ტექნიკური პრობლემის გამო, საბურთალოს ხაზზე მატარებლების გადაადგილება დროებით შეჩერებული იყო. ადგილზე ტექნიკური სამსახურის წარმომადგენლები მუშაობდნენ.