აგვისტოში საქართველოში კიტრი 65%-ით გაძვირდა, ხოლო საზამთრო 33%-ით გაიაფდა

აგვისტოში საქართველოში ყველაზე მეტად კიტრი და კივი გაძვირდა, ხოლო მწვანილი და კომბოსტო გაიაფდა. ინფორმაციას eastfruit-ი სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებზე დაყრდნობით აქვეყნებს.

ანგარიშის თანახმად, ივლისთან შედარებით აგვისტოში სამომხმარებლო ფასებმა 0.1%-ით დაიკლო. გამოცემის ცნობით, ფასების ზრდა ცალკეულ პროდუქტებზე სეზონურობით არის ახსნილი.

პროდუქტები, რომლებიც ერთ თვეში ყველაზე მეტად გაძვირდა:

  • კიტრი - 65.6%;
  • კივი -59.6%;
  • ნიორი - 45.5%;
  • ჭარხალი - 25%;
  • მანდარინი - 23.4%;
  • ბადრიჯანი -22.2%.

ყველაზე გაიაფებული პროდუქტები აგვისტოში:

  • მწვანილი - 42%-ით გაიაფდა;
  • კომბოსტო - 44.1%-ით გაიაფდა;
  • საზამთრო - 33%-ით გაიაფდა.

ეკა დარჩიაშვილი