ევროპის ქარის ენერგიის ასოციაციის WindEurope-ის წლის პირველი ნახევრის მონაცემებით, დამატებული სიმძლავრის 5,3 გიგავატი მიწისზედა და 1,1 გიგავატი ოფშორული ქარის ელექტროსადგურებისგან შედგება.
დამატებული სიმძლავრის ზრდით პირველ ადგილზეა გერმანია 1,7 გიგავატი სიმძლავრით, შემდეგ მოდის საფრანგეთი 1,2 გიგავატით და ესპანეთი 876 მეგავატით სიმძლავრის ზრდით.
ევროპის ქარის ენერგიის სიმძლავრე ამ პერიოდში გაიზარდა 6,4 გიგავატით და ჯამში 278 გიგავატს მიაღწია.
ევროკავშირის 27 ქვეყნის წვლილი მთლიან სიმძლავრეში 225 გიგავატად დაფიქსირდა.