Petroineos-მა, PetroChina-სა და INEOS-ის ერთობლივმა საწარმომ, 2025 წელს შოტლანდიაში ქარხნის დახურვის გეგმები დაადასტურა.
შოტლანდიაში ბოლო გადამამუშავებელი ქარხნის დახურვის გადაწყვეტილება მიღებული იქნა აზიის, აფრიკისა და ახლო აღმოსავლეთის მსგავს საწარმოებთან კონკურენციის უუნარობის გამო, აცხადებენ კომპანიაში.
BBC-ის შეფასებით , კომპანია დღეში 500 ათას დოლარს კარგავს და 2024 წლის ბოლოსთვის შესაძლოა დაახლოებით 200 მილიონი დოლარის ზარალი დააფიქსიროს.
2011 წლიდან Petroineos-მა 1,2 მილიარდ დოლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა და ამ პერიოდში 775 მილიონი დოლარის ზარალი განიცადა.
ამავდროულად, Petroineos აღნიშნავს, რომ შოტლანდიაში საწვავის მიწოდება შენარჩუნდება ქარხნის იმპორტის ტერმინალად გადაქცევით, რომლის მეშვეობითაც მოხდება ბენზინის, დიზელის, თვითმფრინავის საწვავის და ნავთის იმპორტი.
შედეგად, საწარმოს სამუშაო ძალა დაახლოებით 400 ადამიანით შემცირდება.
Grangemouth-ის გადამამუშავებელი ქარხანა 1924 წელს British Petroleum-ის მიერ დაარსდა. ის არის შოტლანდიის უმსხვილესი აეროპორტების საწვავის მთავარი მიმწოდებელი და გაერთიანებული სამეფოს გადამუშავების მთელი სიმძლავრის 14%-ს შეადგენს.