„თიბისი ბანკი“ მომხმარებლებს აფრთხილებს, რომ POS ტერმინალზე ერთგული ქულებით QR გადახდა 10 სექტემბრის შემდეგ არ იქნება ხელმისაწვდომი.
მათივე ცნობით, ერთგული ქულა გახდა ლარი და მოქალაქეები დაგროვილი ქულების/თანხის გამოყენებას საკუთარ ანგარიშზე გადარიცხვით შეძლებენ.
„ერთგული“ „თიბისის“ ლოიალობის პროგრამაა, რომლის ფარგლებშიც ერთგულ ანგარიშზე, ახლა უკვე ქულის ნაცვლად ლარი გიგროვდება. რადგან ქულა იგივე ლარია, ახლა მისი საკუთარ ანგარიშზე გადარიცხვა და სურვილისამებრ განკარგვაც შეგიძლია.
შენს მიერ აქამდე დაგროვილი ქულებიც უკვე ლარია და შეგიძლია განაგრძო დაგროვება ან გადარიცხო საკუთარ ანგარიშზე და ისე გამოიყენო. თანხის დაგროვებას ერთგულ ანგარიშზე, ზუსტად ისევე შეძლებ როგორც ქულებს აგროვებდი: რაც მეტჯერ გადაიხდი „თიბისის“ ბარათით თიბისის ტერმინალზე, მით მეტი ლარი დაგიგროვდება, შენი მიმდინარე დარიცხვის ეტაპის მიხედვით.
ამავე, ერთგულ ანგარიშზე დაგიგროვდება, შეთავაზებების დროს დაბრუნებული თანხა ე.წ. ქეშბექი,“- ნათქვამია ბანკის ინფორმაციაში.