გია ვოლსკი: თუ პრეზიდენტი ,,ეროვნული ბანკის შესახებ" კანონში ცვლილებებს ვეტოს დაადებს, მას დავძლევთ

ფრაქცია ,,ქართული ოცნების" ლიდერის გია ვოლსკის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუკი პრეზიდენტი ,,ეროვნული ბანკის შესახებ" კანონში ცვლილებებს ვეტოს დაადებს, ის დაძლეული იქნება.

როგორც ვოლკსიმ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, კანონპროექტთან დაკავშირებით ბევრი შენიშვნა გათვალისწინებულია და ეს მისი დეტალურად განხილვის დროს გამოჩნდება. ,,იმ შემთხვევაში, თუკი პრეზიდენტი ვეტოს დაადებს, ის გაზიარებული ვერ იქნება. დღეს გვექნება საუბარი ძირითად პრინციპებზე. დეტალებზე როცა გადავალთ, კანონპროექტში ნახავთ, რომ ძალიან ბევრი შენიშვნა გათავლისწინებულია. თვითონ იდეა ზედამხედველობის საბჭო იყოს გახსნილი და პარლამენტიც იყოს აქტიურად ჩართული ამაში, არის ის დემოკრატიული ნიშანი, რაც უნდა ახასიათებდეს ამ ორგანოს მართვას. არა მგონია პრეზიდენტს ამ დეტალების გათვალისწინების შემდეგ სურვილი გაუჩნდეს ვეტოს დადების. თუკი მაინც დაადო ვეტო, გვეყოფა რესურსი, რომ ის დავძლიოთ" , - განაცხადა გია ვოლსკიმ.

დღეს პარლამენტის სხდომაზე ,,ეროვნული ბანკის შესახებ" კანონში ცვლილებები უნდა განიხილონ.