ტუნისის საკურორტო ქალაქ სუსიში ტურისტებით სავსე სასტუმროს თავს დაესხნენ.
დაღუპულია შვიდი ადამიანი. ამის შესახებ "ბი-ბი-სი" ადგილობრივ წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება. გავრცელებული ცნობით, ერთ-ერთი შეიარაღებული პირი პოლიციამ მოკლა. სხვა დეტალები მომხდართან დაკავშირებით ჯერ უცნობია.
ქალაქი სუსი ტუნისში ტურისტებისთვის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ადგილს წარმოადგენს. ტუნისში უცხოელ ტურისტებზე თავდასხმა მარტშიც განხორციელდა. მაშინ ისლამისტი მებრძოლები დედაქალაქში მდებარე მუზეუმს დაესხნენ თავს.