"აქეთ რთველია, იქით არჩევნებია, მილიონი საქმე გვაქვს იმისთვის, რომ სალომე ზურაბიშვილზე არ დავხარჯოთ ძვირფასი დრო"

მას [პრეზიდენტს] უნდა, რომ კინკლაობაში შეგვიყვანოს, ჩვენ არ შევყვებით სალომე ზურაბიშვილს კინკლაობაში, არ გვაინტერესებს საერთოდ, ამაზე დროის დახარჯვას არ ვაპირებთ, ისედაც ძალიან ბევრი საქმე გვაქვს - აქეთ რთველია, იქით არჩევნებია, მილიონი საქმე გვაქვს იმისთვის, რომ სალომე ზურაბიშვილზე არ დავხარჯოთ ძვირფასი დრო,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილმა პატივი არ სცა საქართველოს მთავრობის ინსტიტუტს, როდესაც მთავრობის მიერ ორგანიზებულ ოლიმპიელთა დახვედრის ღონისძიებაზე არ მივიდა, შესაბამისად, როგორც კობახიძემ აღნიშნა, არც ის არ აპირებს, დღეს საქართველოს პრეზიდენტის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე დასწრებას.

„თქვენ რატომ, არ კითხულობთ, რატომ არ სცემს სალომე ზურაბიშვილი მთავრობის ინსტიტუტს პატივს? ჩვენ მივიწვიეთ სალომე ზურაბიშვილი ღონისძიებაზე, როდესაც დავხვდით ოლიმპიელებს და იქ მოსვლაზე მან თქვა უარი. თქვენ რატომ არ დაუსვით კითხვა, რატომ არ სცა სალომე ზურაბიშვილმა პატივი საქართველოს მთავრობის ინსტიტუტს- საქართველოს მთავრობა არის მთავარი ინსტიტუტი, რომელიც აღასრულებს პოლიტიკას ამ ქვეყანაში. მან მას შემდეგ დააანონსა გარკვეული ღონისძიება, მანამდე არავითარი ღონისძიება მას დაანონსებული არ ჰქონდა - როდესაც ჩვენ ოლიმპიელებს მოვუწყვეთ დახვედრა, მას არავითარი ღონისძიება არ ჰქონდა დაანონსებული. ის მოვიწვიეთ მთავრობის მიერ დაორგანიზებულ ღონისძიებაზე, როდესაც დავხვდით ოლიმპიელებს, თუმცა სალომე ზურაბიშვილმა არ სცა პატივი საქართველოს მთავრობის ინსტიტუტს და არ მობრძანდა ამ ღონისძიებაზე. მას უნდა რომ კინკლაობაში შეგვიყვანოს, ჩვენ არ შევყვებით სალომე ზურაბიშვილს კინკლაობაში, არ გვაინტერესებს საერთოდ, ამაზე დროის დახარჯვას არ ვაპირებთ, ისედაც ძალიან ბევრი საქმე გვაქვს - აქეთ რთველია, იქით არჩევნებია, მილიონი საქმე გვაქვს იმისთვის, რომ სალომე ზურაბიშვილზე არ დავხარჯოთ ძვირფასი დრო.

გამომდინარე იქიდან, რომ მან პატივი არ სცა მთავრობის ინსტიტუტს და არ მოვიდა შესაბამის ღონისძიებაზე, იქ მისვლა ჩვენი მხრიდან არ იქნება სწორი, ყველაფერს გარკვეული რეაქცია უნდა ჰქონდეს, ეს არ არის ჩვენთვის რაღაც ახირება, უბრალოდ მისი მხრიდან მუდმივად ვხედავთ კინკლაობაში შეყვანის მცდელობას, ჩვენ მას კინკლაობაში არ შევყვებით“, - განაცხადა კობახიძემ.