4Hospitals სამედიცინო პროდუქციის და სერვისების წამყვანი პროვაიდერი კომპანიაა საქართველოში, რომელიც 2014 წლიდან 300-ზე მეტ სამედიცინო დაწესებულებასთან პარტნიორობს და უწყვეტ რეჟიმში აწვდის ინოვაციურ, ჯანდაცვის მოთხოვნების შესაბამის პროდუქციას.
კომპანიამ შეძლო, რომ გამხდარიყო ტრენდსეტერი და შეექმნა მისი უნიკალური ნიშა, რომელიც გამოარჩევდა სხვებისგან.
მისი სწრაფვით ინოვაციებისკენ, პორტფელში არსებული ყველაზე მრავალფეროვანი სამედიცინო პროდუქციით, სწრაფი და უწყვეტი მომარაგებით, პროფესიონალ ინჟინერთა გუნდით, მსოფლიოს წამყვან სამედიცინო კომპანიებთან პარტნიორობით, მუდმივად მზარდი, მაღალკვალიფიციური გუნდით და სხვა მრავალი შემადგენელი კომპონენტით, 4ჰოსპიტალსს ლიდერი კომპანიების ხუთეულში გამორჩეული ადგილი უჭირავს.
2024 წლის ივნისში, 4Hospitals-მა ISO 9001:2015 QMS საერთაშორისო სერთიფიკატი აიღო, რაც ხარისხის მენეჯმენტის საერთაშორისო სტანდარტს წარმოადგენს. ეს კომპანიის თავდაუზოგაობის და სამუშაო პროცესში ხარისხის მაღალი სტანდარტების შენარჩუნების კიდევ ერთი აღიარებაა და, ამავდროულად, კომპანია კიდევ უფრო მაღალი პასუხისმგებლობით აგრძელებს მომხმარებლებთან და პარტნიორებთან თანამშრომლობას.
2014 წლიდან დღემდე, 4ჰოსპიტალსისთვის პრიორიტეტული არა მხოლოდ უმაღლესი ხარისხის სამედიცინო მოწყობილობების მიწოდებაა, არამედ სერვისების და პროცესების უწყვეტი გაუმჯობესება, რამაც უზრუნველყო კომპანიის სწრაფი ზრდა და მისი წამყვანი პოზიციების შენარჩუნება ქართულ სამედიცინო ბაზარზე ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში.
4Hospitals არის ყველგან, სადაც ხარისხი მნიშვნელოვანია!
კომპანიის ფართო ასორტიმენტის ნახვა შეგიძლიათ ნებისმიერ დროს, 4Hospitals-ის განახლებულ შოურუმში მისამართზე: ლუბლიანას #28
შოურუმში წარმოდგენილია ისეთი მიმართულებები, როგორიცაა: სამედიცინო ავეჯი და აპარატურა, ტრავმატოლოგია, ლაპაროსკოპია, ქირურგიული სახარჯი მასალები, ლაბორატორია, პლასტიკური ქირურგია.
სიახლეებისთვის ეწვიეთ კომპანიის ვებ-გვერდს: https://4hospitals.ge/
(R)