2024 წელს გორის მუნიციპალიტეტში საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მიზნით ხუთ უსახლკარო ოჯახს ხის კოტეჯი გადაეცემა

2024 წელს გორის მუნიციპალიტეტში საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მიზნით ხუთ უსახლკარო ოჯახს ხის კოტეჯი გადაეცემა - გორის მერია ხუთივე ოჯახს კოტეჯს საკუთარ ფართში უშენებს.

გორის მერიის ინფორმაციით, კოტეჯების მოწყობის სამუშაოები ქვეშში, ბროწლეთში, ფლავში, ბერბუკში და მეჯვრისხევში მიმდინარეობს.

„ოჯახები კომისიის მიერ შეირჩა. კოტეჯების შესაძენად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 283 070 ლარი გამოყო

ხის საცხოვრებელი კოტეჯები უზრუნველყოფილია თბოიზოლაციისა და ელექტროენერგიის სისტემებით“,- ნათქვამია გორის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.