„ნამდვილი გუდის ყველი ცხვრის ტყავში მზადდებოდა, ახლა 100% შეიძლება არა, მაგრამ 99% კეთდება ცელოფანში, რომელიც არის კანცეროგენი,“ - ამის შესახებ ფერმერმა, აგროქიზიყის დამფუძნებელმა ბექა გონაშვილმა „ბიზნესპრესნიუსთან“ ისაუბრა.
მისი თქმით, დამზადების ნამდვილი ტექნოლოგია სირთულის გამო შეიცვალა, საბითუმო ფასი კი, კილოგრამზე 35 ლარი, თბილისში - 50 ლარამდეა.
„გუდის ყველს აქვს ის პრობლემა, რომ ნამდვილი გუდის ყველი ცხვრის ტყავში მზადდებოდა, ახლა 100% შეიძლება არა, მაგრამ 99% კეთდება ცელოფანში, რომელიც არის კანცეროგენი. ეს ვინ უნდა დაიცვას და ვინ უნდა აკონტროლოს, ალბათ, სახელმწიფომ, მაგრამ რა მექანიზმებით, ამას მე ვერ გეტყვით.
დამზადების მეთოდის შეცვლა გამოიწვია იმან, რომ ცელოფნით უფრო მარტივი დასამზადებელია. თუ შენ დაამზადებ ცხვრის ტყავში, ის უნდა დამუშავდეს შესაბამისად, დრო, ენერგია სჭირდება და უფრო ძვირია. ცელოფანში მარტივია, წახვალ იყიდი, მოაკრავ და ეგ არის.
რაც შეეხება ფას, იაფი არც ეგ არის, საბითუმო ფასი 35 ლარია, თბილისში 45-50 ლარში იყიდება,“- ამბობს ბექა გონაშვილი.