ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების მხარდაჭერის სქემით მოსარგებლეების განსაზღვრის მიზნით პირდაპირი წესით შერჩევა აქვს გამოცხადებული.
განახლებადი წყაროებიდან ელექტროსადგურის მიერ ელექტროენეერგიის წარმოებისა და გამოყენების მხარდაჭერის სქემით მოსარგებლეებისთვის ფიქსირებული ტარიფი მიმდინარე წლის 1-ელ აგვისტოს დადგინდა.
„მთავრობის 2024 წლის პირველი აგვისტოს N1087 განკარგულების და „განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების მხარდაჭერის სქემით მოსარგებლეების პირდაპირი წესით შერჩევის გამოცხადების შესახებ“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2024 წლის 23 აგვისტოს N1-1/323 ბრძანების საფუძველზე, შემდეგ კატეგორიებზე განისაზღვრა:
პირდაპირ შერჩევაში მონაწილეობის მისაღებად, დაინტერესებულ პირები უფლებამოსილნი არიან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში წარადგინონ განაცხადები, 2024 წლის 2 სექტემბრის 09:00 საათიდან, 2024 წლის 31 დეკემბრის 18:00 საათის ჩათვლით, „განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების მხარდაჭერის სქემით მოსარგებლეების პირდაპირი წესით შერჩევის გამოცხადების შესახებ“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2024 წლის 23 აგვისტოს N1-1/323 ბრძანების დანართით განსაზღვრული ფორმით, შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ზ. გამსახურდიას სანაპირო N1.
წარდგენილ განაცხადებს უნდა დაერთოს „განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების მხარდაჭერის სქემისა და სიმძლავრის აუქციონის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 7 დეკემბრის N556 დადგენილების მე-8 მუხლით განსაზღვრული დოკუმენტები, მათ შორის, განაცხადის უზრუნველყოფის საბანკო გარანტია.
წარდგენილი განაცხადების განხილვა და დაინტერესებული პირების შერჩევა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ განხორციელდება ზემოაღნიშნული სამართლებრივი აქტებით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად“,- აღნიშნულია ეკონომიკის სამინისტროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.