თურქეთის ხელისუფლება განიხილავს შესაძლებლობას დაავალდებულოს ქვეყნის მოქალაქეები და უცხოელი ტურისტები, გადაიხადონ 7 ათას ლირაზე, ანუ 206 დოლარზე მეტი თანხა მხოლოდ საბანკო ბარათებით. ამის შესახებ გაზეთი Ekonomim წერს.
„თურქეთის ფინანსთა სამინისტრო ამზადებს ახალ დადგენილების პროექტს, რომლის მიხედვითაც, სავალდებულო გახდება სადებეტო ან საკრედიტო ბარათების გამოყენება 7 ათასი თურქული ლირის და მეტი ოდენობით თანხის გადასახდელად“, - აღნიშნავს გამოცემა.
ამავე ცნობით, ახალი წესის დარღვევისთვის გადამხდელი დაჯარიმდება შესყიდვის თანხის 10%-მდე, მინიმუმ 5 ათას ლირამდე ან 147,4 დოლარამდე.