კონდიციონერების ჩაურთველობის გამო ურჩი მძღოლები დააჯარიმეს

"თბილისის მიკროავტობუსმა" კონდიციონერების ჩაურთველობის გამო ურჩი მძღოლები დააჯარიმა. "თბილისის მიკროავტობუსის" ინფორმაციით, მონიტორინგის შედეგად კომპანიამ ურჩი მძღოლების ნაწილს გაფრთხილება მისცა, ნაწილს კი ორი კვირით მიკროავტობუსის მართვა აეკრძალა. "გაცნობებთ, რომ მიუხედავად გაფრთხილებებისა, ზაფხულის ცხელ დღეებში მგზავრობისას კონდიციონერი არ ჩართეს შემდეგმა მძღოლებმა: N149 სამარშრუტო მ/ავტობუსის მძღოლებმა ზ. გ.-მ და კ. ჭ-მა; N51-ის მძღოლებმა რ. მ.-მ და მ. ს.-მ; N128-ის მძღოლმა ზ. ჯ.-მ; N55 ის მძღოლმა თ. ჩ.-მ; N176-ის მძღოლმა ი. ე.-მ; N212-ის მძღოლმა ჯ. ჯ.-მ და N50-ის მძღოლმა თ. ც.-მ; ზემოხსენებულ პირებს ა.წ. 27 ივნისიდან ორი კვირით აეკრძალათ მარშრუტზე მუშაობა. N83 სამარშრუტო მ/ავტობუსის მძღოლს, ს. ო.-ს არ ქონდა ჩართული კონდიციონერი და ამავე დროს მოძრაობისას ეწეოდა სიგარეტს, ამ უკანასკნელს ა.წ 27 ივნისადან ერთი თვის განმავლობაში აეკრძალა მუშაობა", - აცხადებენ კომპანიაში.