საქართველოში ნივრის იმპორტი 37%-ით შემცირდა. საქსტატის მონაცემებით, გასული წლის იანვარ-ივლისში ქვეყანაში 692 ათასი აშშ დოლარის ნიორი შემოვიდა, ხოლო 2024 წლის იმავე პერიოდში 434 ათასი დოლარის ღირებულების.
საქართველო წელს ნიორს ძირითადად შემდეგი ქვეყნებიდან ყიდულობს:
იმპორტის მსგავსად შემცირებულია ქართული ნივრის ექსპორტიც. კერძოდ, გასული წლის 7 თვეში თუ საქართველომ თითქმის 300 ათასი დოლარის ნიორი გაყიდა, წელს ექსპორტიდან მიღებული შემოსავლები 236 ათას დოლარამდე შემცირდა.
აღსანიშნია ისიც, რომ საქართველოდან ნივრის იმპორტი წელს მხოლოდ 3 ქვეყანაში განხორციელდა:
აღსანიშნავია ისიც, რომ წელს 1 კგ ქართული ნივრის საშუალო საექსპორტო ფასი გადასახადების გარეშე 1 დოლარი იყო. რაც შეეხება საიმპორტო ფასს, საანგარიშო პერიოდში გადასახადების გარეშე საშუალოდ 61-ცენტს შეადგენდა.
„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, რა ღირს 1 კგ ნიორი საქართველოს სხვადასხვა სუპერმარკეტში. იმპორტული ნივრის ფასი მარკეტებში საშუალოდ 9-10 ლარის ფარგლებში მერყეობს. ქართული ნიორს რაც შეეხება, ამ შემთხვევაში ფასები 10.95 ლარიდან იწყება და 13.6 ლარამდეც კი აღწევს. ამასთანავე, ბადეში განთავსებული 250 გრ. ქართული ნივორი მარკეტებში 4.45 ლარი ღირს, საშუალოდ 1 კგ-ის ფასი ამ შემთხვევაში 17.8 ლარამდეა.
ცნობისთვის, საქსტატის მონაცემების თანახმად, ნიორი იმ პროდუქტების ჩამონათვალშია, რომელიც მიმდინარე წლის აგვისტოში წლიურად ყველაზე მეტად გაძვირდა. უფრო კონკრეტულად, ნიორი აგვისტოში, გასული წლის იმავე თვესთან შედარებით, 45.5%-ით გაძვირდა, რითაც გაძვირებულ პროდუქტებში მესამე ადგილი დაიკავა.