RemBow Events - კომპანია, რომელიც ყველაზე დასამახსოვრებელ მომენტებს ქმნის

ღო­ნის­ძი­ე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბა ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის და­უ­ვი­წყა­რი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბის მი­ნი­ჭე­ბის ხე­ლოვ­ნე­ბაა, რო­მე­ლიც ყო­ველ­თვის რე­ლე­ვან­ტუ­რო­ბას, ინო­ვა­ცი­უ­რო­ბას, პრი­ო­რი­ტე­ტე­ბის სწო­რად გან­სა­ზღვრა­სა და დე­ტა­ლებ­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლო­ბას მო­ი­თხოვს. კორ­პო­რა­ტი­უ­ლი სა­ღა­მო­ე­ბი კომ­პა­ნი­ე­ბის­თვის გარ­კვე­უ­ლი მიზ­ნე­ბის მიღ­წე­ვის შე­საძ­ლებ­ლო­ბაა, იქ­ნე­ბა ეს გუნ­დის ინ­ტეგ­რა­ცია, ახა­ლი პრო­დუქ­ტის პრო­მო­ცია თუ გა­ყიდ­ვე­ბის ზრდა. შე­სა­ბა­მი­სად, ივენთკომ­პა­ნი­ე­ბის ამო­ცა­ნაა, სა­ინ­ტე­რე­სო და სა­ხა­ლი­სო გზე­ბით და­ეხ­მა­რონ დამ­კვეთს და­სა­ხუ­ლი მიზ­ნის მიღ­წე­ვა­ში.

ივენთკომ­პა­ნია RemBow , რო­მელ­საც ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბა­ში თით­ქმის 15-წლი­ა­ნი გა­მოც­დი­ლე­ბა აქვს, კომ­პა­ნი­ებს სწო­რედ აღ­ნიშ­ნუ­ლი ამო­ცა­ნე­ბის შეს­რუ­ლე­ბა­ში ეხ­მა­რე­ბა. თი­თო­ე­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბა - გალა ვახ­შა­მი, თიმ­ბილ­დინ­გი, ნეთ­ვორ­ქინ­გი თუ თე­მა­ტუ­რი სა­ღა­მო­ე­ბი ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლია შე­დე­გებ­ზე, რო­მე­ლიც ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას გან­ვი­თა­რე­ბა­ში უწყობს ხელს.

Rembow-ს დამ­ფუძ­ნებ­ლის ლე­ვან მდი­ნა­რა­ძის გან­მარ­ტე­ბით, კორ­პო­რა­ტი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბა რთუ­ლი და კომ­პლექ­სუ­რი პრო­ცე­სია, რო­მე­ლიც ბევრ დე­ტალს მო­ი­ცავს:

„დამ­კვე­თის­გან კორ­პო­რა­ტი­ულ ღო­ნის­ძი­ე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი მო­თხოვ­ნის მი­ღე­ბის შემ­დეგ ვი­წყებთ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის შიდა კულ­ტუ­რის, მათი თა­ნამ­შრომ­ლე­ბის ასა­კის, საქ­მი­ა­ნო­ბის სფე­როს, სა­ვა­რა­უ­დო ინ­ტე­რე­სე­ბის გაც­ნო­ბას. ვი­სა­ხავთ მი­ზანს, თუ კონ­კრე­ტუ­ლად, რა პრობ­ლე­მის მოგ­ვა­რე­ბა­ზე უნდა იყოს ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი ჩვე­ნი ღო­ნის­ძი­ე­ბა და ამის მი­ხედ­ვით ვმუ­შა­ობთ იდე­ებ­ზე“, - გან­მარ­ტავს ლე­ვან მდი­ნა­რა­ძე.

639285f6-831e-4c9f-bb9b-f268306169bb-1726470940.jpg

ღო­ნის­ძი­ე­ბის და­გეგ­მვა და ჩა­ტა­რე­ბა სხვა­დას­ხვა კომ­პო­ნენტს მო­ი­ცავს, იქ­ნე­ბა ეს იდე­ე­ბის გაც­ვლა, დი­ზა­ი­ნი­სა და კონ­ცეფ­ცი­ის შექ­მნა, ლო­გის­ტი­კა თუ ფი­ნან­სე­ბი, ამი­ტომ თი­თო­ე­უ­ლი სა­ღა­მოს ორ­გა­ნი­ზე­ბა­ზე მუ­შა­ობს Rembow-ს 10-12 სპე­ცი­ა­ლის­ტის­გან შემ­დგა­რი გუნ­დი, რო­მე­ლიც შედ­გე­ბა ტექ­ნი­კუ­რი, ფი­ნან­სუ­რი და ივენთ მე­ნე­ჯე­რე­ბის­გან, დი­ზა­ი­ნე­რე­ბი­სა და სხვა სფე­როს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის­გან.

8614ca51-c7a0-40b2-b285-20c4da132968-1726470963.jpg

ლე­ვან მდი­ნა­რა­ძე გან­მარ­ტავს, რომ ღო­ნის­ძი­ე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბი­სას მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, თი­თო­ე­ულ თა­ნამ­შრო­მელს თა­ვი­სი ფუნ­ქცია ჰქონ­დეს და შე­ეძ­ლოს გუნდთან ინ­ტეგ­რა­ცია, რათა დად­გე­ნილ ვა­დებ­ში, ორ­კესტრი­რე­ბუ­ლად გან­ხორ­ცი­ელ­დეს გეგ­მა. სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ RemBow-ს არ­ცერთ თა­ნამ­შრო­მელს წარ­სულ­ში ივენთკომ­პა­ნი­ა­ში მუ­შა­ო­ბის გა­მოც­დი­ლე­ბა არ აქვს, რაც რო­გორც ლე­ვან მდი­ნა­რა­ძე გან­მარ­ტავს, მათ კლი­შე­ე­ბი­სა და ბა­ზარ­ზე დამ­კვიდ­რე­ბუ­ლი შაბ­ლო­ნე­ბის­გან ათა­ვი­სუფ­ლებთ.

იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რომ თი­თო­ე­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბის კონ­ცეფ­ცია უნდა იყოს უნი­კა­ლუ­რი და არ უნდა მე­ორ­დე­ბო­დეს, მას­ზე მუ­შა­ო­ბა ინო­ვა­ცი­უ­რო­ბა­სა და კარგ ზო­გად ცოდ­ნას მო­ი­თხოვს, რაც RemBow-ს დამ­ფუძ­ნებ­ლის თქმით, სა­კუ­თა­რი საქ­მის სიყ­ვა­რულ­თან ერ­თად სა­უ­კე­თე­სო შე­დეგს იძ­ლე­ვა:

„ჩვე­ნი გუნ­დის ძლი­ე­რი მხა­რე არის ის, რომ ვმუ­შა­ობთ ფო­კუ­სი­რე­ბუ­ლად, გვეს­მის ჩვე­ნი დამ­კვე­თე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბე­ბი და შეგ­ვიძ­ლია მათ­თვის რე­ლე­ვან­ტუ­რი პრო­დუქ­ტის შე­თა­ვა­ზე­ბა, რის გა­მოც ჩვე­ნი პორ­ტფე­ლი წლი­დან წლამ­დე იზ­რდე­ბა. და­ფუძ­ნე­ბი­დან დღემ­დე და­ახ­ლო­ე­ბით 300-ზე მეტ კომ­პა­ნი­ას მო­ვემ­სა­ხუ­რეთ, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ად­გი­ლობ­რი­ვი ბა­ზა­რი საკ­მა­ოდ პა­ტა­რაა. ჩვენს დამ­კვე­თებს შო­რის სა­ერ­თა­შო­რი­სო კომ­პა­ნი­ე­ბიც არი­ან: Binance, Midea, Wolt ,Canon და სხვა. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია და მო­ტი­ვა­ცი­ას გვაძ­ლევს, რომ ისი­ნი ჩვე­ნი პრო­დუქ­ტით კმა­ყო­ფი­ლე­ბი დარ­ჩნენ. ღო­ნის­ძი­ე­ბას ყო­ველ­თვის ეტყო­ბა, რომ ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებს მას­თან ემო­ცი­უ­რი კავ­ში­რი აქვთ, ამ გან­წყო­ბას მისი მო­ნა­წი­ლე­ე­ბი აუ­ცი­ლებ­ლად გრძნო­ბენ, ვფიქ­რობ, ჩვე­ნი წარ­მა­ტე­ბის ერთ-ერთი გა­სა­ღე­ბიც სწო­რედ ეს არის“.

რო­გორც RemBow-ს დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი ლე­ვან მდი­ნა­რა­ძე აღ­ნიშ­ნავს, გუნ­დი აქ­ტი­უ­რად ადევ­ნებს თვალს თა­ნა­მედ­რო­ვე ტენ­დენ­ცი­ებს სხვა­დას­ხვა სფე­რო­ში, იქ­ნე­ბა ეს მოდა, სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო სფე­რო თუ სხვა და სა­ინ­ტე­რე­სო ელე­მენ­ტებს ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბი­სას იყე­ნე­ბენ. RemBow თა­ვა­დაც გამ­ხდა­რა ტრენ­დის ავ­ტო­რი.

eade0ab1-0581-4a45-aa59-68f8d093f9b2-1726471005.jpg

კომ­პა­ნი­ის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ყვე­ლა ღო­ნის­ძი­ე­ბა დახ­ვე­წი­ლი და იდე­ა­ლუ­რი იყოს, სწო­რედ ამი­ტომ RemBow აგ­რძე­ლებს გან­ვი­თა­რე­ბას და უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში უცხო­ურ ბაზ­რებ­ზე გას­ვლა­საც გეგ­მავს.

(R)