სამედიცინო ცნობის საფუძველზე პირადობა ბინაზე 11 819-მა მოქალაქემ მიიღო - ვინ თავისუფლდება გადასახდელისგან

პირის სახელზე პირადობის მოწმობის გაცემასთან დაკავშირებული ადგილზე მომსახურების საფასური 130 ლარს შეადგენს. ამის შესახებ აღნიშნულია პარლამენტის დეპუტატ თეონა აქუბარდიას კითხვის საპასუხოდ იუსტიციის სამინისტროს მიერ გაგზავნილ პასუხში.

მათივე ცნობით, ადგილზე მომსახურების საფასურის გადახდისაგან თავისუფლდება პირი, რომელსაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შეზღუდული აქვს გადაადგილების შესაძლებლობა.

ამასთანავე, 1-ლი იანვრიდან 2 სექტემბრის პერიოდში ელექტრონული პირადობა ადგილზე მომსახურებითა და სამედიცინო ცნობის საფუძველზე 11 819-მა მოქალაქემ მიიღო.

„აღნიშნული უნდა დასტურდებოდეს შესაბამისი დოკუმენტით/ცნობით. ადგილზე მომსახურებაზე განცხადების წარდგენის უფლება აქვს ნებისმიერ სრულწლოვან, ქმედუნარიან პირს, მიუხედავად იმისა, აღნიშნული პირი წარმოადგენს თუ არა ამ მომსახურების მიმღებ დაინტერესებულ პირს. ამასთან, დადგენილებაში არ არის დაკონკრეტებული მომსახურების მიმღებ პირთა ასაკი“, - აღნიშნულია სამინისტროს პასუხში.

მერი ტაბატაძე