ბაიდენის ადმინისტრაცია ცდილობს, მარკეტპლეის Temu-დან და Shein-დან იაფი ჩინური საქონლის ნაკადი შეაჩეროს.
ინფორმაციას Financial Times ავრცელებს.
თეთრი სახლის ახალი ინიციატივით, საქონლის ფართო სპექტრი საშეღავათო გადასახადების იმ სიიდან ამოვარდება, რომელიც ამჟამად 800 დოლარზე ნაკლები ღირებულების გადაზიდვებს ეხება.
გამოცემის შეფასებით, ამით ბაიდენის ადმინისტრაცია ცდილობს, სავაჭრო ხარვეზი გამოასწოროს, რომლითაც ჩინური პლატფორმები, Temu, Shein და AliExpress სარგებლობენ და აშშ-ს იაფი ჩინური საქონლით ავსებენ.
ჩინეთში დაფუძნებული ელექტრონული კომერციის ჯგუფები საჰაერო გზით პირდაპირ ამერიკელ მომხმარებლამდე დაბალფასიანი ამანათების მიწოდებას სულ უფრო ზრდიან და ამ გზავნილებზე საიმპორტო გადასახადისგან ე.წ. მინიმალური გათავისუფლების (de minimis) პრეტენდენტები გახდნენ.
ბოლო მონაცემებით, აშშ-ში ე.წ. de minimis-ის წესით იმპორტირებული საქონლის რაოდენობა ათი წლის წინ დაფიქსირებული წლიური 140 მილიონიდან წელს წელიწადში 1 მილიარდზე მეტად გაიზარდა.
ოფიციალური პირების თქმით, ამანათების დიდი მოცულობა უხარისხო პროდუქციისა და არალეგალური ნარკოტიკის, მაგალითად, ფენტანილის გადაზიდვის დაბლოკვას აფერხებს.
თეთრი სახლის ახალი წესები მიზნად ისახავს იმის უზრუნველყოფას, რომ მომხმარებლისთვის პირდაპირ მიწოდებული პროდუქციაც უფრო მაღალ საიმპორტო ტარიფებს დაექვემდებაროს, რაც ამჟამად ჩინეთიდან იმპორტის 40%-ზე, მათ შორის, ტექსტილის 70%-ზე მოქმედებს.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ