დღეიდან, ტრანსპორტის მოცდის დრო შემცირდება - გაიზრდება მათი რაოდენობაც

დღეიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტი ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ტრანსპორტის რაოდენობა გაიზარდა, მათი მოცდის დრო კი შემცირდა.

შეგახსენებთ, რომ აქამდე 29 ივნისიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტი ზაფხულის რეჟიმზე იყო გადასული, რაც იმას ნიშნავს, რომ შემცირებული იყო ავტობუსების და სამარშრუტო ტაქსების რაოდენობა, შესაბამისად, შედარებით გაზრდილი იყო ტრანსპორტის მოცდის დროც.

როგორც ცნობილია, საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის საზაფხულო რეჟიმი 29 ივნისიდან, დაახლოებით, 15 სექტემბრამდე წესდება, რაც სტანდარტული პროცედურაა და ყოველწლიურად მგზავრთნაკადის შემცირების გამო ხდება.

წყარო: palitravide.ge